Wednesday, May 15, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა


1. პროექტის სახელი„მოგზაურობა ვირტუალურ სამყაროში“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა):
  • ინტერნეტის არსის დადგენა;
  • ნავიგაცია ინტერნეტ სივრცეში;
3. პროექტის აქტუალობა:
  • ინტერნეტში მუშაობის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • ინტერნეტთან მუშაობის ეთიკური ნორმების გაცნობა;
  • კვლევის ჩატარება ამ პრობლემის აქტუალობის დასადგენად.

4. პროექტის მიზნები:
  •      გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება: ინტერნეტის გამოყენება, ნავიგაცია, საძიებო სისტემების გამოყენება, კვლევის წარმოება, სტატიის მომზადება, მასალების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით;
  •      თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, ეფექტური კომუნიკაციის, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების, საკუთარი საქმიანობის თვითრეგულირების უნარ-ჩვევების განვითარება.
  •      მოსწავლეთა შემოქმედებითი  და საპრეზენტაციო უნარების განვითარება
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი: 5-6 კლასი.
6. ვადები / ხანგრძლივობა: 4 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
  • კვლევის შედეგები და ანალიზი;
  • პრეზენტაციები;
  • მოძიებულ მასალებს გამოვაქვეყნებთ ბლოგზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
  • კომპიუტერიინტერნეტიპროექტორი, ეკრანი;
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ. 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო         აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
  • ჯგუფების შექმნა (შემგროვებელი, დამხარისხებელი, ლექსიკონზე მომუშავენი, კვლევის ჩამტარებლები);
  • ფუნქციების განაწილება;
  • შესასრულებელი დავალებების არჩევა;
  • შესასრულებელი სამუშაოების ეტაპებად დაყოფა და ვადების განსაზღვრა;
  • შუალედური და საბოლოო შეფასების (თვითშეფასების) დროის განსაზღვრა.
აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
კვლევის განმხორციელებელი და მასალის შემგროვებელთა  ჯგუფი პირველები ერთვებიან პროექტის მუშაობაში (გუნდები ორ ნაწილად იყოფიან: ნაწილი ინტერნეტში, ხოლო მეორე ნაწილი ბეჭდურ მედიაში მოაგროვებს კვლევისთვის საჭირო მასალებს). დამხარისხებელთა ჯგუფი მასალის შეგროვებისთანავე ერთვება მუშაობაში   და იწყებს მოძიებული მასალის დახარისხებას. აწარმოებს კვლევას ინტერნეტის წარმოშობის შესახებ, შუალედური შეფასებისას ყველა ერთვება მოძიებული მასალის განხილვაში და მართავენ დისკუსიას, პროექტის ელექტრონული ვერსიის შედგენასა და ბლოგის გაკეთებაზე
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამებააუდიტორიისათვის გაცნობა:
პრეზენტაცია, ბლოგის წარდგენა.
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
  • ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, ურთიერთთანამშრომლობაპრეზენტაციის უნარი;    
  •  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;
  • პრობლემების გადაჭრა და ინოვაციურობა.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ-ი, ქართული ენა და ლიტერატურა მოსწავლეები ამოიცნობენ და გამოიყენებენ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამის ხერხებსწარმოადგენენ პროექტს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურით:  შესავალი ნაწილიწინასწარი კვლევის შედეგებიპრობლემების არსიმიზნები და ამოცანებიგანხორციელების გზებიმოსალოდნელი შედეგებიშეფასების კრიტერიუმებიმარტივად და გასაგებად ჩამოაყალიბებენ სათქმელს. 


ისტ:
  • მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
  • მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.                                    
  • მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.                                                                 
  • მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოსრა გავლენას ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი მკითხველზე.
  • მოსწავლეს შეუძლია გამოკვლევის (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომისდაწერა წინასწარ შერჩეულ თემაზე.        
  • მოსწავლეს შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.


11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): 
სოფიო კვიტაიშვილი - სსიპ ქალაქ თბილისის #54 საჯარო სკოლის ისტ-ს  მასწავლებელი;
ნანა კვიჭიძე - სსიპ ქალაქ თბილისის #54 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
12. პროექტის ხელმძღვანელის ელფოსტა: sopo123@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: sopokvitaishvili.blogspot.com